სამართალი
"კბილები ჩამიმტვრიეს“- გურჯაანის პოლიციის უფროსს ცემაში ადანაშაულებენ
გურჯაანელი 19 წლის ახალგაზრდა ლადი ელიკაშვილი, გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს უფროსს გიორგი კრაწაშვილსა და სხვა სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
- "ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, გოგოს დედამ იჩივლა. პოლიციაში ამბის გასაგებად გადავედით. მილიციის ეზოში არც შევსულვარ, სადღაც 10-15 მეტრში ვიყავი. პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, გამოგვყევი პოლიციის უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და ჩამოვაო. როგორც შემიყვანეს, არც არაფერი უკითხავთ, ესევე ცემა დამიწყეს. პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი, შოთა მოსულიშვილი, გიორგი დარეჯანაშვილი, გოჩა აფციაური, მიშკა ფირანიშვილი მირტყავდნენ. ეგ მიშკა პოლიციელი არ არის, რიგითი მოქალაქეა. ვიკითხე, რატომ მცემთ-მეთქი, უფროსს მიაფურთხე და იმიტომო. მათთან ახლოს არც მივსულვარ. სასამართლოზე სულ სხვა რამეს ამბობდნენ, გვაგინებდა, არ გვემორჩილებოდა და ამიტომ დავაკავეთო, სხვა საბუთები შემიკერეს,"
- აღნიშნა ლადი ელიკაშვილმა speqtri.ge-სთან. მომხდარს ის პირად ინტერესს უკავშირებს. - "ჩემი სიძე გურამ ნაცვლიშვილი გურჯაანის რიონულ სამმართველოში მუშაობდა. აქედან სიღნაღში გადავიდა, ეხვეწებოდნენ დარჩიო, რაკი არ დარჩა, გადაეკიდნენ. ცემის დროს მეუბნებოდნენ, რატომ ისე არ გცემთ, სიღანაღამდე ავიდეს შენი ხმაო." - "2 კბილი მქონდა ჩამტვრეული, ტუჩი გახეთქილი, ცხვირი დასიებული, დაბეჟილობები, შიდა ქალის დაზიანება და ტვინის შერყევა“

ინცინდენტის შემდეგ ლადი ელიკაშვილი შს გურჯაანის რაიონული სამმართველოდან ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

"ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლადი ელიკაშვილის მოთავსებამდე, იზოლატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა დაკავებულის შემოწმების მიზნით. ექიმი სამედიცინო ბარათში (N531) მიუთითებს, რომ ლადი ელიკაშვილს აქვს ჭრილობა, დაჟეჟილობა და ტკივილები სახის არეში."(ick.ge)

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა ის სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად (წვრილმანი ხულიგნობა) 100 ლარით დააჯარიმა. ბრალდებულმა ჯარიმა გადაიხადა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ამიტომ მან პროკურატურას მიმართა.

უწყებამ ის უკვე დაკითხა. აქვე განვმარტავთ, რომ ლადი ელიკაშვილი გურჯაანის შს რაიონულმა სამმართველომ 29 ოქტმბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავა.

აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ დანაშაული ან გადაცდომა გამოიკვეთა, ყველა პირი, სათანადოდ დაისჯება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / პოლიცია /
ამავე კატეგორიაში
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21.02.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 25 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.