საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასულდა.
ერთმანეთს "მიცუბიში“ და ფორდ-ტრანზიტი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა „მიცუბიშის“ მძღოლი ახალგაზრდა
ქალი. დაშავდა მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი მგზავრი და მიკროავტობუსის
მძღოლი. ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე
ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები