თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 26-ე კილომეტრზე, გომბორთან, ორი მსუბუქი
ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი
გარდაიცვალა, დაშავდა შვიდი მგზავრი.
დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორ speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე5-
ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
ფოტო: leaderinfo.ge
მასალის გამოყენების პირობები