საზოგადოება
გვარგებს თუ გვავნებს წყაროს წყალი
მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოში არსებული 2000-მდე წყარო, ონკანის წყალთან შედარებით, მოსახლეობა უპირატესობას სწორედ წყაროს წყალს ანიჭებს.

თუმცა ხშირად, მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებითაა სავსე, მოსახლეობისთვის კი არც ისაა ცნობილი ვინ და რა პერიოდულობით ახორციელებს კონტროლს.

86 წლის ბერდო ღრუბელაძე უკვე 66 წელია, რაც ქალაქ გურჯაანში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე "ვაშლების წყალთან" ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, გარდა უბნისა, წყაროს წყლით სარგებლობს ქალაქის ძირითადი მოსახლეობაც.
" ეს წყარო ჩვენი წინაპრების გაკეთებულია. "ბასეინები" ზემოთ, პარკის თავშია. რეგულარულად ვასუფთავებდით, მაგრამ ეხლა ორი წელიც იქნება, არ ავსულვართ. ადრე ლაბორატორიიდან იყვნენ, სინჯი აიღეს. როგორც თქვეს, საშიში არაფერიაო. იმედია ნამდვილად ასეა, რადგან მარტო გურჯაანისა კი არა, სხვა სოფლის ხალხიც აქ მოდის. არაშენდის და ქოდალოს მცხოვრებლები ამ გზით სარგებლობენ. ისე არ აივლიან, რომ "ბალონებით" წყალი არ გააყოლონ. ეზოში ქალაქის წყალიც მოგვდის, მაგრამ მას მხოლოდ გასარეცხად ვიყენებთ."

წყაროს მიმდებარე ტერიტორია ბოთლებით და პოლიეთილენის პარკებით არის დანაგვიანებული. ამავე უბნის მკვიდრი თემურ ჯავშანაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიას უბნელები მუდმივად ასუფთავებენ, მაგრამ ისევ ბინძურდება.
"ბასეინი" დალუქულია და სუფთად არის. რაც შეეხება თვითონ წყაროს, მეზობლები ვასუფთავებთ, მაგრამ ხალხი ისევ აბინძურებს. ბოთლი გაუტყდებათ აქ აგდებენ, პარკი გაეხევათ და იმასაც აქ ტოვებენ. რამდენჯერმე შენიშვნაც მივეცი, მაგრამ ამის გულისთვის ვინმეს ხომ ვერ გაველანძღვინები?! "ვაშლების წყლით" მთელი გურჯაანი სარგებლობს. შემოწმებით იშვიათად ამოწმებენ. ალბათ, ორი წელიც იქნება არავინ მოსულა. ონკანის წყალს დასალევად კი არა, საჭმლისთვისაც არ ვიყენებთ. ამბობენ დასალევად არ ვარგაო."

ქალაქ გურჯაანში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლზე ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის წყალმომრაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური ზრუნავს. როგორც ჩვენთან საუბარში სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნანა ზირაქაშვილმა განმარტა, მოქმედი წყაროებიდან სინჯების აღება რეგულარულად ხდება.

"გურჯაანში გვაქვს "ვაშლების", "ახტალის", "ბეზარაანთი", "ნატოს" და "ბელახევის" ორი წყარო. "ახტალის" და "ვაშლების წყლიდან" სინჯებს ყოველთვე ვიღებთ, იმის გამო, რომ მათ ბევრი მომხმარებელი ყავს. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი შემოწმება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით გრძელდება. წლების წინ იყო შემთხვევა, რომ ახტალის და ვაშლების წყლის ხარისხი ოდნავ გაუარესდა. ვაშლების წყალს მაშინ მექანიკური მინარევი მოჰყვებოდა. სინჯის აღების შემდეგ, გაირკვა, რომ წყალში ნაწლავის ჩხირი იყო. გამოიკვლიეს ტერიტორია და მოაწესრიგეს შემკრები. ეს დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა . მას შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ ყოფილა. რაც შეეხება ახტალის წყაროს, მისი შემკრების გაწმენდა ყოველწლიურად ხდება. წყაროების ხარისხის გაუარესება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ზედაპირული წყალია. ჩვენ ასევე ვაკონტროლებთ ტრასაზე არსებულ წყაროებსაც."-აღნიშნა მან.

ახტალის წყალს სასმელად მუდმივად იყენებს ქეთო ზარდიაშვილი. როგორც თვითონ ამბობს, უკვე წლებია ონკანის წყალი აღარ დაულევია.
"წლების წინ ონკანს რამდენჯერმე ქვიშა ჩამოჰყვა. როდესაც ჭურჭელში ვიღებდი, ლექს იდებდა. ამიტომ უკვე რამდენიმე წელია, ყოველდღიურად წყალს ახტალიდან ვეზიდები. სასმელადაც ვიყენებ და საჭმელშიც იმას ვხმარობ. არ ვიცი წყაროს წყალი რამდენად უსაფრთხოა, მაგრამ ქალაქის წყალს ის მირჩევნია."

"ქალაქის წყლები ყოველდღე იქლორება, ხოლო შემოწმება გრაფიკით ხდება. ყველაფერი ნორმის ფარგლებში კეთდება. მოსახლეობას შიშის არანაირი საფუძველი არ აქვს."-აღნიშნა ნანა ზირაქაშვილმა.

რა სიხშირით იწმინდება სათავე ნაგებობები და რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყალი მოსახლეობისთვის? ამ კითხვებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი განმარტავს, წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებს შეესაბამება.
"გურჯაანში მოსახლეობას მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება. ის თავდაპირველად იფილტრება. შემდეგ თხევადი ქლორით იქლორება. ხვდება რეზერვუარში და ამის შემდეგ ქსელში. ეს არის მუდმივი პროცესი."

ნინო რამიშვილის მტკიცებით, წყლის ხარისხი ყოველდღე ლაბორატორიულად მოწმდება და არ არსებობს არანაირი საშიშროება, რომ მოსახლეობამ ონკანის წყალი არ დალიოს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ონკანის წყალს არათუ სასმელად, საჭმელშიც კი არ იყენებს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ამ თემაზე შემდეგი პასუხი აქვს: "ეს თვითონ მათ უნდა ჰკითხოთ. მე გეუბნებით რომ წყალი ხარისხიანია."





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 30 °C
img
დ.წყარო 15 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 16 / 24 °C
img
ყვარელი 17 / 28 °C
img
თელავი 17 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.