საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის
გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის
რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან
დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესწავლა დაევალა.
ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს მოსულმა სეტყვამ სიღნაღის, გურჯაანისა და
საგარეჯოს მ
უნიციპალიტეტები
დააზარალა. მოსახლეობის თქმით, სისტემას რომ ემუშავა ზარალი ასეთი
მასშტაბის არ იქნებოდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა"-ში აცხადებენ,
რომ 15 მაისს მხოლოდ რამდენიმე დანადგარმა იმუშავა, სისტემის
ამუშავება სრულად მაისის ბოლომდე ვერ მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები