სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა თელავის
მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად სროლები
განახორციელა.
-"დილას 50 გასროლა მოხდა, ღრუბელი სრულად იქნა დამუშავებული
და სეტყვის ნაცვლად წვიმის სახით წამოვიდა. სისტემა სრულად არ
ამუშავებულა, სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და კვირის
ბოლომდე სრულად ამოქმედდება."- განუცხადა speqtri.ge-ს
სამხედრო – სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა თამარ გვარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე 2014–2015
წლებში ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. კახეთში სულ 86
საცეცხლე წერტილია განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები