გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ბაკურციხის სკოლის
დირექტორი, 37 წლის ამურ ხარტონიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემა
„ცოდნა ფულიას“ მეორე გამარჯვებული გახდა.
მან 13 შეკითხვას უპასუხა და 25 300 ლარი მოიგო.
- "როდესაც ინტელექტუალურ თამაშში იღებ მონაწილეობას, რაღაც დონეზე
გამარჯვების იმედიც გაქვს. ვფიქრობდი, რომ მეორე გარანტირებულ
თანხამდე მივიდოდი, ამხელა გამარჯვებას კი ნამდვილად არ ველოდი.
საჭიროა იღბალიც, ცოდნაც და ინტუიციაც. მომავალ მონაწილეებს ვურჩევ არ
ინერვიულონ, ბევრი იკითხონ და წარმატებას მიაღწევენ."-
განუცხადა მან speqtri.ge-ს.
ამურ ხარტონიშვილი პროფესიით ეკონომისტია. ის ბაკურციხის სკოლის
დირექტორად 2011 წლიდან მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ცოდნა ფულიას“ პირველი გამარჯვებული 24
წლის დათო პაქსაშვილი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები