8 ივნისს გურჯაანში ოთო გურგენიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. ლექსებს "მეცამეტე თვის პოეტები"
ბაჩო ზაქაიძე, ამირან ჯანჯღავა და გურამ ლაცაბიძე წაიკითხავენ. ამ
ჯგუფის წევრი იყო პოეტი ოთო გურგენიშვილიც, რომელიც ტრაგიკულად 2014
წლის ივლისში დაიღუპა.
საღამო გურჯაანის კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით
ტარდება. დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთო
გურგენიშვილს "საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო საპატიო
თავდადებისათვის" გადასცა. პოეტი 29 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევას
ემსხვერპლა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი
დაიღუპა.
ოთო გურგენიშვილი გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა, ბოლო წლებში კი
რუსთავში ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები