საზოგადოება
ნეპოტიზმი კახეთის თვითმმართველობებში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.

გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 9 კახეთშია.

გიორგი მჭედლიშვილი - 2013 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.
2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა კურტანიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტია

დავით ჯორჯაძე - 2015 წლიდან ქ. თელავის საკრებულოს - ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარეა. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაია ჩიჩუა თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტია

როსტომ თორღაშვილი - 2014 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების “ თავმჯდომარე. დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ოლია მოლაშვილი ამავე პერიოდში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში პროგრამის ოპერატორია.

ზურაბ არსენიშვილი - 2014 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილეა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა ბერიაშვილი ააიპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

დიმიტრი კალატოზიშვილი - გურჯაანის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა 2014 წელს. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ნანა რამაზაშვილი ხდება გურჯაანის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი.

ზურაბ ჩხეიძე - 2014 წლიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლალი ავაზაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია

გოჩა ქიტესაშვილი - 2014 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, მაკა ქიტესაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტია

ნიკოლოზ ხუციშვილი - 2013/14 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. 2015 წლიდან - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაკა გიგოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობაში იურიდიული სამსახურის მთავარი
სპეციალისტის პოსტზე იწყებს მუშაობას.

ნუგზარ პაპიაშვილი 2014 წლიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.  2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე ციური ზურაბაშვილი ამავე გამგეობაში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა.

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწოდებს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და მათ მოსაგვარებლად ეფექტური ნაბიჯები გადადგას.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ნეპოტიზმი /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 18 °C
img
საგარეჯო 11 / 16 °C
img
დ.წყარო 11 / 14 °C
img
სიღნაღი 13 / 19 °C
img
ლაგოდეხი 12 / 16 °C
img
ყვარელი 13 / 18 °C
img
თელავი 12 / 16 °C
img
ახმეტა 11 / 15 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.