საზოგადოება
ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ - გურჯაანში საერთო საცხოვრებლიდან ხალხს ასახლებენ
გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, მობინადრეებს ასახლებენ. ბინა 1991 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, კორპუსი ავარიულია და ამიტომ უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია. მცხოვრებლების თქმით კი, ბინა ნორმალურ მდგომარეობაშია.
58 წლის ელნაზი ბოჭორიშვილი, იქ უკვე მეათე წელია ცხოვრობს. თავის დროზე ფართი შეისყიდა, მაგრამ არ დაუკანონებია. როგორც თვითონ ამბობს, ბინიდან გასახლების შემთხვევაში, წასასვლელი არსად აქვს.
„ აქ ვინც ვართ, არც ერთს თავშესაფარი არ გვაქვს. მე თვითონ ეს ბინა ვიყიდე და ყველაფერი თავიდან გავაკეთე. არც წყალი იყო, არც შუქი და არც კანალიზაცია. რაც აქ ვარ, სულ ამბობენ, ავარიულია დაინგრევაო, მაგრამ ისევ ისე დგას. საამისო არაფერი სჭირს. გვეუბნებიან ბინები დაცალეთო, სად წავიდეთ? ორი გოგო მყავს, დაოჯახებულები, მაგრამ რომელ სიძეს შევეკედლო? ყველას თავისი თავი გასჭირვებია. სპილოს დაავადება და სიმსივნე მაქვს. დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შემიძლია.“

როგორც ელნაზი ბოჭორიშვილი ამბობს, იძულებით გასახლების შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მიმართავს.
„თუ მეტყვიან, რომ საკუთარი ჭერი მექნება, 24 საათში დავტოვებ აქაურობას. თუ არადა, ცოცხალს ვერ გამიყვანენ. როცა პოლიცია მოვა ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ. გინდა დღეს მოვმკვდარვარ, გინდა ხვალ, იქნებ ამით ამ უბედურ ხალხს მაინც ეშველოს. გამგეობაში ექსპერტიზის დასკვნა მოგვცეს, მაგრამ იქ საგანგაშო არაფერი წერია. თუ რამის გაკეთებას აპირებენ, ჩვენ ხელს არ შევუშლით. პირიქით, მუშებს, რითაც შეგვიძლია, დავეხმარებით. 50 ლარი მაქვს შემწეობა. აქედან რომ გავიდე და ქირით ვიცხოვრო, ამ ფულით საჭმელი ვჭამო, წამალი ვიყიდო თუ ბინის ქირა გადავიხადო? მარტო ამაზე გაგვცენ პასუხი.“

მეზობლის აზრს იზიარებს 32 წლის თინათინ ძველიშვილიც, რომელიც 86 წლის ბებიასთან, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
„წასასვლელი არსად მაქვს. სახლი გვქონდა, მაგრამ წლების წინ ჩემმა მაზლმა გაყიდა. ქმარი რომ დამეღუპა, მიცვალებული ნათესავთან დავასვენეთ. აქ უკვე 14 წელია ვცხოვრობ. არაფრის საშუალება არ მაქვს, პენსია და დახმარება წინასწარ გამოვიტანე. ამჟამად ამდენი ხალხი ბავშვის პენსიაზე ვართ დამოკიდებული. ათასში ერთხელ კერძო სამუშაოზე თუ გავალ და იმით ვირჩენთ თავს. ეს ბინა რომ დავტოვოთ, რომ ქირა რით ვიხადო? კორპუსის დაცლის მიზეზად ბავშვებს ასახელებენ, სადარბაზოებში შემოდიან და სიგარეტს ეწევიანო. ესე ყველგან შედიან და ამიტომ ყველა კორპუსი უნდა დაცალონ? ამდენი წელი არ დაინგრა და რაღა ეხლა დაინგრევა? ხალხმა ბოლო კაპიკები გაიღო და გაჭირვებით გააკეთა ყველაფერი, ეხლა კიდევ გვასახლებენ. ერთი თვის ვადა მოგვცეს.“

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ დახმარებისა და ალტერნატიული ფართის გადაცემის თხოვნით გამგეობას მიმართეს, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს.
„ამ ბინის ყველა მცხოვრები მივედით გამგეობაში და ვთხოვეთ ბინით დაგვაკმაყოფილეთო. გვიპასუხეს, სადაც აქამდე ცხოვრობდით, ისევ იქ წადით, ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ დაგეხმაროთო. ბევრს ხომ არ ვითხოვ, ერთი ოთახი მაინც მომცენ სადმე, რომ თავი შევაფაროთ. 11 წლის ბავშვი სად წავიყვანო? თავიანთ შვილებს ქუჩაში გაიყვანენ? არავინ შედის ჩვენს მდგომარეობაში. გვემუქრებიან, პოლიციის ძალით გაგიყვანთო, საშუალება, რომ მქონდეს მე თვითონ გავიდოდი. სამარცხვინოდ საქმეს არ გავიხდიდი. “

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბინა მართლა ავარიულია და ამის შესაბამისი საბუთიც არსებობს.
„როცა აფეთქდა, მოსახლეობამ სანაცვლო ფართი მიიღო. ამჟამად ვინც იქ ცხოვრობს, არაოფიციალურად არიან შესულები. კორპუსის დაცლის შესახებ ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა. ბინა ავარიულია და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც გვაქვს. შესაბამისად, იქ ცხოვრება არ შეიძლება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ შენობა ბავშვების თავშეყრის ადგილად იქცა. ამიტომ გვინდა პრევენციული ზომები გავატაროთ, რომ სავალალო შედეგი არ მივიღოთ. ის მხარე, რომელიც ძალიან საშიშია, მუნიციპალიტეტის ხარჯებით უნდა შემოიღობოს. ამისთვის 2000 ლარია საჭირო.“

მისივე თქმით, კორპუსის დემონტაჟი ჯერჯერობით არ იგეგმება. ბინის საძირკველის გამოკვლევისთვისაც დიდი თანხებია საჭირო. რაც შეეხება შენობის გამაგრებას, დიმიტრი კალატოზიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტს ამ პერიოდში არ შეუძლია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 18 °C
img
საგარეჯო 12 / 18 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 14 / 20 °C
img
ლაგოდეხი 12 / 17 °C
img
ყვარელი 13 / 18 °C
img
თელავი 12 / 19 °C
img
ახმეტა 11 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.