საზოგადოება
გურჯაანში ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ
დღეს დილით „გლეხური ბაზრის“ მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი გზის გადაკეტვას აპირებდნენ. მათი მოთხოვნა გარევაჭრობის აკრძალვა იყო.

როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, გარევაჭრობის გამო მომხმარებლები ბაზარში აღარ შედიან და ამიტომ საქონლის რეალიზაციას ვერ ახერხებე. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებმაც გარემოვაჭრეები აშალეს. გარემოვაჭრეების განმარტებით კი მათ მერიისგან ნებართვა პირველ იანვრამდე ჰქონდათ .

საკითხის გასარკვევად გურჯაანის ვიცე მერს თეიმურაზ ზავრაშვილს დავუკავშირდით, როგორც მან აღნიშნა, გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზეს და მათ იქ ვაჭრობის გაგრძელება შეუძლიათ,
„ „ მთავრობის გადაწყვეტილებით გარევაჭრობა წინასაახალწლოდ ნებადართულია. რაც აშეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია რესპუბლიკური მნიშვნელობის გზაა სადაც დიდი ტრაილერები მოძრაობენ, ამიტომ მაგის გადაკეტვა არ შეიძლება. ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი „ბებოს ბაღის“ მიმდებარე ტერიტორია. რაც შეხება არქივთან მყოფ მოვაჭრეებს ისინი პირველ იანვრამდე დარჩებიან. “

გარემოვაჭრეებმა მიმდებარე ტერიტორია პატრულის მითითებით დატოვეს, თუმცა განაცხადეს, რომ ალტერნატიულ ფართში არ გადავიდოდნენ.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler