დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბავშვები სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით გურჯაანშიც გაახარეს.
გასართობი აქტივობები ახტალის პარკში დღეს 14:00 საათიდან დაიწყო.
პატარების განწყობაზე ანიმატორები და ბავშვებისთვის საყვარელი
ანიმაციური ფილმების გმირები ზრუნავდნენ.
პარკში მოეწყო დრამ-შოუ, საცირკო წარმოდგენები, გასართობი შოუ, სახის
მოხატვა და ბუშტების შოუ. თითოეულ ღონისძიებაში მონაწილეობას თავად
პატარები იღებენ.
მათ ასევე მიეცათ საშუალება, რომ დღევანდელი განწყობა და ემოციები
ნახატებზე აღებეჭდათ .
ბავშვებისთვის წარმოდგენა გამართა ჯგუფმა „გვირილა“. დღევანდელ
დღეს კი კონცერტით დაასრულებს „ლეკო სტუდია“.
მასალის გამოყენების პირობები