საზოგადოება
ტყვიის შემცველი თეფშები ჰიპერმარკეტმა “დომინომ” ქსელიდან ამოიღო
მას შემდეგ, რაც ჰიპერმარკეტმა დომინომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო შეტყობინება კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მათ აღნიშნული პროდუქცია ქსელიდან ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტი „დომინო“ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.


„მოგახსენებთ, რომ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ შეტყობინება, კერამიკულ თეფშებში (281799BB) ტყვიის მიგრაციის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და პროდუქცია უკვე ამოღებულია დომინოს ქსელიდან.


ევროკავშირიდან, კერძოდ პოლონეთიდან იმპორტირებული კერამიკული თეფშები, გარდა საქართველოსა, იყიდებოდა ევროპის 10-მდე ქვეყნის 500 მაღაზიაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და სხვა.
დომინოს გუნდი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და აქვე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყველამ, ვინც შეიძინეთ აღნიშნული თეფშები, მოგვაწოდოთ პროდუქცია დომინოს დიღმისა და ისთ ფოინთის ფილიალებში; მათი დაბრუნება შესაძლებელი იქნება ქვითრის წარდგენის გარეშე.

კიდევ ერთხელ ვწუხვართ უარყოფითი გამოცდილების გამო. დომინო განაგრძობს ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა თეფშებისა, კომპანიამ, უვნებლობის დადასტურებამდე გაყიდვებიდან ამოიღო, ამავე მწარმოებლის პროდუქციის სრული სერია.

შეგახსენებთ, რომ კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის და იმპორტიორისთვის პროდუქტის ქსელიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის
შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის
მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
14:41 / 12.09.2023
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას
დაპირდნენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდნენ.
13:26 / 08.09.2023
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით
დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები
მოისმინა.
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
16:58 / 07.09.2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მომდევნო
დღეებში, ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მომდევნო დღეებში, ამინდი გაუარესდება.
15:48 / 07.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11-09-2023
თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
14:18 / 11-09-2023
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
13:15 / 11-09-2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08-09-2023
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი...
13:48 / 08-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 26 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 19 °C
img
სიღნაღი 17 / 26 °C
img
ლაგოდეხი 15 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 26 °C
img
თელავი 16 / 24 °C
img
ახმეტა 16 / 25 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.