საზოგადოება
ნადირაშვილების ოჯახი სამთაწყაროდან სააგენტოს მიერ წამოყვანილი ძაღლის დაბრუნებას ითხოვს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ოჯახი ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს უჩივის და ძაღლის გაუჩინარებაში ადანაშაულებს.
ძაღლის მეპატრონე ნოდარ ნადირაშვილია, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთაა, ძაღლი კი, მის მშობლებთან იყო მიბარებული.
Speqtri.ge-ს დახმარების თხოვნით ოჯახის მეგობარმა, ნანა(მაცაცო) ჯანიძემ მიმართა.

„მათ [სააგენტოს თანამშრომელბმა] დეკემბრის თვეში სახლიდან, უკანონოდ გაიყვანეს ძაღლი, რომელმაც ერთი თვით ადრე, ანუ ნოემბერში, მეზობელს უკბინა. სავარაუდოდ, დააძინეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ არც ძალისმიერი მეთოდით გაყვანის უფლება. კანონდარღვევაა ისიც, რომ პატრონიანი ძაღლი სხვაგან არ უნდა წაიყვანონ და უნდა დაუბრუნდეს პატრონს. მას შემდეგ ვეძებთ ცუგას.“ - გვიყვება ნანა ჯანიძე.

Speqtri.ge ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორს თეიმურზ ზავრაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ისინი კანონის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ და არც ძაღლი წაუყვანიათ ძალის გამოყენებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„პროცესი დაიწყო დაახლოებით 3 თვის წინ. ამ ძაღლმა დაგლიჯა ქალბატონი. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება, დაედო ნაკერები და ა.შ. ამის შემდეგ სოფელმა მიმართა ოჯახს, რომ ძაღლი დაებათ, ან ვოლიერი გაეკეთებინათ და მოევლოთ ცხოველისთვის. სოფელში ხალხს გავლა უჭირდა, ნებისმიერს მისდევდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბავშვი იყო თუ უფროსი. ვინაიდან მათ არანაირი ზომები არ მიიღეს, მოსახლეობა იძულებული გახდა და შსს-ს მიმართა წერილით, რომელიც მერიას გადაეგზავნა, ამჟამად ეს წერილი თან ახლავს მიმართვას, რომელიც დოკუმენტებთან ერთად ინახება. მერიიდან რამდენჯერმე დაგვირეკეს, გთხოვთ დაგვეხმაროთო. გავაგზავნეთ ეკიპაჟი, ეს იყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ეკიპაჟს უკან მიჰყვებოდა პატრული. მაგრამ პატრულის ჩარევა არ გახდა საჭირო. თვითონ მეპატრონემ ჩაუსვა მანქანაში/ გალიაში ძაღლი და წამოვიყვანეთ,“ - გვეუბნება სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურზ ზავრაშვილი.

რაც შეეხება ძაღლის სხვა ტერიტორიაზე გაშვებას, სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ კანონით, აგრესიულ ძაღლებს ლოკაცია უნდა შეუცვალონ და სხვა ტერიტორიაზე გაუშვან.

„რაც საჭირო იყო, ძაღლს ყველა პროცედურა ჩავუტარეთ. როგორც წესია, ჩვენთან მოხდა მისი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფზე აიცრა და დარჩა დაახლოებით 10 დღე.

წინასაახალწლოდ, ყველა ძაღლი დავაბრუნეთ იმ ადგილზე, საიდანაც ისინი წამოვიყვანეთ გარდა იმ ძაღლებისა, რომლებისთვისაც ადგილის შეცვლა იყო საჭირო.

ძაღლს ყოველთვის ვაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც მოგვყავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, რა შემთხვევაც აქ იყო, ანუ, როდესაც ძაღლი აგრესიით გამოირჩევა, ვალდებული ვართ, შევუცვალოთ ადგილი. შეიძლება იქ რაღაც არ მოსწონდა, ან ვიღაცამ გააღიზიანა და გახდა აგრესიული. ამიტომ გავუშვით სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ახლომახლო არის მეცხვარეების ბინები. არ შეიძლება, რომ ძაღლი დაუსახლებელ ადგილას გაუშვა, რადგან მან უნდა მოიპოვოს საკვები.

ამ ძაღლის მეპატრონის მშობლებს უნდათ, რომ ძაღლი დაიბრუნონ, მაგრამ ჩემი ორგანიზაცია არ არის იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მის მოსაძებნად ეკიპაჟი გავუშვა. თან ისეთი დიდი ტანის ძაღლია, რომ არ არის გამორიცხული, მეცხვარეებს ბინაზე მიადგა და მათ წაიყვანეს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მე რაც მევალებოდა, ის გავაკეთე კანონის ფარგლებში,“ - გვეურნება თეიმურაზ ზავრაშვილი და დაძინების შესახებ ეჭვსაც კი გამორიცხავს.

მისი თქმით, ცხოველების დაძინება მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ხდება, მაშინ როცა მათი განკურნება შეუძლებელია.

ნანა ჯანიძე კი ამბობს, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და საჩივრით უკვე მიმართეს პოლიციას, დახმარებისთვის კი - ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
17:04 / 29.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
15:24 / 29.09.2023
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო
დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე.
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
11:04 / 27.09.2023
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან
და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს
გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი
საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
10:21 / 27.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 13 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 9 °C
img
სიღნაღი 5 / 14 °C
img
ლაგოდეხი 5 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 13 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.