პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ. აცხადებენ, რომ
“პროგრამული ხარვეზია”, - ამის შესახებ ინტერნეტ-მედიის სპეციალისტმა
კონსტანტინ სტალინსკიმ
twitter-ზე დაწერა.
ჟურნალისტები ბიუროს სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, სადაც
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა
მიმდინარეობს.
როგორც კონსტანტინ სტალინსკიმ speqtri.ge-ს განუცხადა, მოგვიანებით
ჟურნალისტების ნაწილი შეუშვეს, ნაწილი კი კვლავაც მისაღებშია და
ბიუროსს სხდომას მონიტორზე ადევნებს თვალს.
ფოტოები: კონსტანტინ სტალინსკი
მასალის გამოყენების პირობები