საზოგადოება
ურნამდე ნაგვის მიტანისაც კი მეშინია - რას ითხოვს 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობა
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობა, ავარიების და მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, სიჩქარის შემაფერხებლების - მწოლიარე პოლიციელების, ე.წ. „ბუგაროკების“ დამონტაჟებას და სიჩქარის შემზღუდველი ნიშნების დაყენებას ითხოვს.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ქუჩაზე ქვეითთა გადაადგილება საკმაოდ საფრთხისშემცველია და მოსახლეობას მუდმივ შიშში უწევს ცხოვრება.

მათივე განმარტებით, სიტუაცია ბევრად მძიმდება შებინდებისას, რადგან მოძრაობა უფრო აქტიურია და ქაოსური სიტუაცია იქმნება.

„ცხრა აპრილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუჩაა გურჯაანში. აქ მცხოვრებლები ყველანაირად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ არანაირი ამკრძალავი ან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები არ არსებობს. მოგეხსენებათ, მძღოლები ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, რაც ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნის. ღამე მდგომარეობა უფრო რთულდება, რადგან მთელი ღამის განმავლობაში ტარდება მძღოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, აწყობენ ე.წ. რალს და დრიფტს. ვითხოვთ, რომ რამენაირად ქალაქის მერიამ გულთან ახლოს მიიტანოს და ან ამკრძალავი ნიშნები დააყენოს, ან სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა. შეისწავლონ ეს პრობლემა და მონახონ გამოსავალი,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მარიკა შანყულაშვილი.

მოსახლეობის თქმით, მძღოლები თითქმის არასოდეს უთმობენ გზას ფეხით მოსიარულეებს, რის გამოც, ქუჩაში ბავშვებს ვერ უშვებენ.
ჯულიეტა ელიზბარაშვილი გვიყვება, რომ ურნამდე ნაგვის მიტანისაც კი ეშინია.

„ამ ქუჩაზე მანქანები ისე სწრაფად დაჰყავთ, ურნამდე ნაგვის მიტანისაც კი მეშინია. სასურველია დამცავი ბარიერი გააკეთონ, ისე როგორც სხვა ქუჩებზეა. ჩვენი აზრით, არ უნდა მოხდეს ასფალტის ბუგაროკების დაგება, იმიტომ, რომ ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზა. ასეთი „ბუგაროკის“ შორიდან შემჩნევა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მით უფრო მაშინ, თუ გამაფრთხილებელი ნიშნებიც არ დგას. სხვა თუ არაფერი, სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი დადგან, იქნებ მაშინ მაინც გაითვალისწინონ მძღოლებმა,“ - ამბობს ჯულიეტა ელიზბარაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც თვითმმართველობაში განგვიმარტეს, მოსახლეობამ ამა თუ იმ ქუჩის ინფრასტრუქტურულ სამუშაობზე, თავად უნდა შეიტანოს განცხადება მერიაში, რომელზეც მსჯელობის შემდგომ იმოქმედებენ.

„როდესაც მოსახლეობა ითხოვს ამა თუ იმ ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, აუცილებლად უნდა შემოიტანონ განცხადება მერიაში და კონკრეტულად მოგვწერონ, რომ ითხოვენ მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას. მერია განიხილავს ამ განცხადებას და თუ კი ეს შიდა საუბნო გზას ეხება, მერია იმოქმედებს და თუ ეს საგზაო დეპარტამენტს ეხება, მაშინ განცხადებას გადააგზავნის საგზაო დეპარტამენტში, რათა მათ იმოქმედონ შესაბამისად. რაც შეეხება ე.წ. ასფალტის ბუგაროკებს, გეტყვით, რომ მერია საჭიროებისამებრ აკეთებს მწოლიარე პოლიციელს,“-აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება სიჩქარის მაკონტროლებელ კამერებს, მერიაში ამბობენ, რომ მისი მონტაჟი ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი, თუმცა, მოსახლეობის თხოვნას გაითვალისწინებენ, თუკი ისინი შესაბამისი განცხადებით მიმართავენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1
იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის
მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
11:55 / 27.04.2023
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი.
- ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი. - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
11:49 / 27.04.2023
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად
მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა
მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13:09 / 26.04.2023
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების
შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
16:39 / 24.04.2023
სამართალი
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
12:36 / 03-04-2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20-03-2023
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
16:06 / 28-03-2023
სხვა ამბები
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27-04-2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს.
13:18 / 25-04-2023
20 აპრილს ჩატარდა რიგით 21-ე სასკოლო სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:17 / 21-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. სიახლე გულისხმობს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
13:10 / 19-04-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 18 / 28 °C
img
სიღნაღი 19 / 29 °C
img
ლაგოდეხი 18 / 25 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 19 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.