საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობა 3 736 400-ია - საქსტატი
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი. - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და დადებითი მიგრაციული სალდო (ანუ ქვეყანაში შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, ავტ.).

ამავე პერიოდის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის
მესამედს შეადგენს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის
ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს.

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ პერიოდის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52% (1 942 500) ქალია, ხოლო 48% (1 793 800) - კაცი,

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი,“ - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

როგორც აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი (მედიანური ასაკი ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას რომელ ასაკში ჰყავს ნახევარი მოსახლეობა, ავტ.) შეადგენს 38 წელს.

რაც შეეხება მიგრაციას, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778კაცი შეადგინა.

ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1
იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის
მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
11:55 / 27.04.2023
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად
მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა
მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13:09 / 26.04.2023
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების
შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
16:39 / 24.04.2023
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის წარმომადგენელის, ტარიელ ირემაძის ინფორმაციით,
ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი
დაიწყება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელის, ტარიელ ირემაძის ინფორმაციით, ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება.
13:57 / 24.04.2023
სამართალი
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
12:36 / 03-04-2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20-03-2023
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
16:06 / 28-03-2023
სხვა ამბები
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27-04-2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს.
13:18 / 25-04-2023
20 აპრილს ჩატარდა რიგით 21-ე სასკოლო სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:17 / 21-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. სიახლე გულისხმობს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
13:10 / 19-04-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 29 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 18 / 26 °C
img
სიღნაღი 19 / 32 °C
img
ლაგოდეხი 18 / 27 °C
img
ყვარელი 19 / 29 °C
img
თელავი 18 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.