გურჯაანში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა „ბელახევმა“
ქოროღლიშვილის ქუჩის მოსახლეობა დააზარალა. როგორც ამ ქუჩის
მცხოვრები, ნუნუ ჟონჟოლაძე speqtri.ge-სთან ამბობს, დაიტბორა
საცხოვრებელი ფართის პირველი სართული, ასევე გარე სათავსოები, სადაც
თაფლს და ფუტკრის სკებს ინახავდნენ.
„წყალი რომ გადმოვარდა, მთელი ხევი ჩვენს სახლში მოდიოდა. დაიტბორა
პირველი სართული, საქათმე, სააბაზანო წყლით არის სავსე, ასევე
სათავსო, სადაც თაფლს ვინახავდით. წყალმა წაიღო თაფლის კასრები და
მეზობლებთან მოვაგროვეთ. სახლიდან წყალი გამოვღვარეთ, მაგრამ
სააბაზონო ისევ დატბორილია, ეზო ქუჩიდან შემოტანილი ნაგვით და
ქვა-ღორღით არის სავსე. გვჭირდება დახმარება ტექნიკით და იქნებ
მერიიდან მოგვხედონ, რომ აქაურობა გავასუფთავოთ,“ - გვეუბნება ნუნუ
ჟონჟოლაძე.
როგორც მერიაში ამბობენ, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის
ცალკე ტექნიკაა გამოძახებული. მოქალაქეებმა, რომლებიც სტიქიისგან
დაზარლდნენ და დახმარება სჭირდებათ, უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე:
577 107 060
მასალის გამოყენების პირობები