საზოგადოება
ექიმის ბიო მარანს IWSC-ის კონკურსზე ოქროს მედალი გადაეცა
IWSC - International Wine and Spirits Competition კონკურსის ფარგლებში ქართულმა ღვინოებმა 18 ოქრო, 71 ვერცხლი და 196 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ოქროს მედალოსნებს შორისაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში მდებარე კომპანია „ექიმის ბიო მარანი“, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე speqtri.ge-სთან ამბობს, კონკურსზე წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი დასახელების ღვინო.

„ეს ჩემთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირველი შემთხვევა იყო. წარვადგინე ჩემი მარნის მხოლოდ ერთი ღვინო, 2021 წლის ქვევრის გაუფილტრავი რქაწითელი.

კონკურსში განაცხადის გაკეთებისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი ღვინო იყო მაღალხარისხიანი და ამიტომ გავაკეთე განაცხადი. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალზე რომ მივედი, იმდენი უძლიერესი კომპანია და ღვინის მწარმოებელი იყვნენ, რომ ცოტა შევშინდი. ჩვენმა ღვინომ, სასიხარულოდ ოქროს მედალი მიიღო.“




მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე მიიჩნევს, რომ ამ კონკურსზე გამარჯვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და დადებითად წაადგება მის კომპანიას.

IWSC - International Wine and Spirits Competition არის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 1969 წლიდან არსებობს.

სასიხარულოა, რომ უკვე მეორე წელია, რაც გურჯაანის ღვინის ფესტივალის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ტარდება ეს საერთაშორისო კონკურსი..
ბრიტანეთიდან სპეციალურად კონკურსისთვის ჩამოდის სომელიეების, ღვინის მერჩანტების და ღვინის სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც ცნობილ ქართველ სომელიეებთან და ღვინის სპეციალისტებთან ერთად აფასებენ ჩვენს ღვინოებს.

ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსში ოქროს ჯილდოს აღებას. მეორე დღიდანვე გაძლიერდა ჩემი ღვინის მიმართ ინტერესი. არა მარტო დაჯილდოებული ღვინის, არამედ სხვა სახეობებისაც. უკვე მაქვს მიმოწერები ბრიტანელ და ამერიკელ ექსპორტიორენთან.

დაჯილდოების ცერემონიალზე როგორც გამარჯვებულებს, ასევე ჟიურის და ორგანიზატორებს, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გვქონდა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით სონღულაშვილს, გურჯაანის ღვინის ფესტივალს და ღვინის ეროვნულ სააგენტოს.“



როგორც მარიეტა გვიმხელს, გული სწყდება, რომ მისი კომპანიიდან კონკურსში მხოლოდ ერთი დასახელების ღვინო იღებდა მონაწილეობას. მომავალი წლისთვის გეგმავს, რომ „ექიმის ბიო მარნის“ ყველა ღვინო წარადგინოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონკურსში 170-ზე მეტი მეწარმის 520 ღვინო მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ისე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ყველა ოქრო ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურა. რაც შეეხება ვერცხლს, მხოლოდ ერთი მედალი გადაეცა სომხეთს, ბრინჯაოს მედლებიდან კი აზერბაიჯანულ კომპანიებს ერგო 2 და სომხურ კომპანიებს - 22.



გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
16:19 / 30.05.2024
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
15:47 / 28.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.