საზოგადოება
მაღალი და შემზღუდველი ფასები მაღალსიჩქარიან ინტერნეტმომსახურებებზე - კომუნიკაციების სამსახურის კვლვევის შედეგები
საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები ევროპული ქვეყნების საშუალო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად ძვირია.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი, ჯოზი სეფტონი, ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს.
„საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებს, რომელთაც უფრო მაღალი მოხმარების მოთხოვნები აქვთ, ევროპელებთან შედარებით საშუალოზე მაღალი ხარჯი აქვთ.“ - აცხადებს ექსპერტი.

ჯოზი სეფტონმა საუბრისას ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და კომბინირებული შეთავაზებების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სიჩქარის ზრდასთან ერთად, ფასები ძალიან მაღალი და შემზღუდველი ხდება.

„საქართველოში თითქმის ყველა მომხმარებელი დაბალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტით სარგებლობს. 100 მბ/წმ-იან და უფრო სწრაფ პაკეტებს კი, აბონენტების ძალიან მცირე ნაწილი იყენებს“ - აღნიშნა მან.

ექსპერტმა ასევე საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ზრდის ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მოხმარება გაზრდილია და ეს მაჩვენებელი, მომავალშიც გაიზრდება.

„ვინაიდან ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში ონლაინ მონაცემების, სერვისებისა თუ კონტენტთან წვდომის მიზნით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“ - განაცხადა მან.

დასკვნის სახით, ჯოზი სეფტონმა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებისთვის არსებული მდგომარეობა შეაფასა.

„ვიდრე საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე ფასები არ დაიწევს, აბონენტები იძულებულნი იქნებიან ისარგებლონ დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით, რაც შემზღუდველია, ან, მოუწევთ გადაიხადონ პრემიუმ ფასები უფრო მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მისაღებად“ - აღნიშნა მან.

ხოლო, რაც შეეხება დაბალი მოცულობისა და სიჩქარის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასებს, ექსპერტის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული შეთავაზებები ევროპული საშუალო ფასის ანალოგიური, ან უფრო იაფია.

„შეგახსენებთ, რომ ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 31 °C
img
საგარეჯო 18 / 29 °C
img
დ.წყარო 18 / 26 °C
img
სიღნაღი 19 / 32 °C
img
ლაგოდეხი 18 / 28 °C
img
ყვარელი 19 / 31 °C
img
თელავი 18 / 29 °C
img
ახმეტა 18 / 30 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.