საზოგადოება
ცესკოს განცხადება NDI-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), გამოაქვეყნა ანგარიში და საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ცესკო არის მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, კომპეტენტური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანო, რომელმაც ბოლო წლების არჩევნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებისა და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარების მაღალი ტექნიკური ექსპერტიზა გამოავლინა“.

ანგარიშში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია ცესკოსთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც გვინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.

რეკომენდაცია 1:
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.“

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა ჩარჩო-კონვერტის ისეთი ფორმა და ხმის დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების ისეთი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარულობას. ამასთან, კენჭისყრის ფარულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ საკითხს წარმოადგენს.

რეკომენდაცია 2:
„სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.“

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. 2024 წლამდე საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 (შუალედური/ რიგგარეშე) არჩევნები. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე თითქმის წელიწადნახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვს პირადად გაეცნონ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არჩევნებში. მხოლოდ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. საერთო ჯამში კი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ 2024 წლამდე 300 000-მდე ამომრჩეველი იყო ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა. ინფორმირების კამპანია კიდევ უფრო ინტენსიურად გრძელდება მიმდინარე წელს.

რეკომენდაცია 3:
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.“

რაც შეეხება რეკომენდაციას ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს.

ცესკოში შექმნილია როგორც ეთნიკურ უმცირესობების, ისე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, სადაც გაწევრიანებული არიან შესაბამის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მათთან განიხილება.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია: უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა; მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა; კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, ყრუ პირებისთვის - ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება, საარჩევნო პერიოდში ყრუ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით ცესკოს კონტაქტ-ჰაბში.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შესაძლებლობა აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ, ასევე მიიღონ კონტაქტ-ჰაბის ოპერატორის მომსახურება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საარჩევნო პერიოდში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ასევე ნათარგმნია ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ვიდეორგოლები უზრუნველყოფილია სურდო თარგმანით.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იმართება მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლი შშმ პირთა სერვისების შესახებ. ვიდეორგოლი ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

რეკომენდაცია 4:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს და აქტიურ ინფორმირების კამპანიას გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ხსენებულ რეკომენდაციასთან მიმართებაში გააგრძელებს კონსულტაციებს თავად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და სხვა ჩართულ მხარეებთან იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩეს კითხვები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეჯამების სახით კი გვინდა დავეთანხმოთ და გავიმეოროთ სადამკვირვებლო მისიის მოსაზრება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ არჩევნები საერთო საქმეა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის“. - ნათქვამია NDI-ის ანგარიშში,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 13 / 27 °C
img
ახმეტა 12 / 27 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.