მგზავრების უნებართვოდ გადაყვანისთვის ჯარიმები ამოქმედდა- ცვლილებები კანონში
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
ეს საკანონმდებლო ცვლილება ავალდებულებს ავტოსადგურების
სერტიფიცირებას და აწესებს მგზავრთა გადაყვანის შესაბამისი ნებართვის
მოთხოვნას.
ახლად შეცვლილი კანონის თანახმად, სამგზავრო გადაზიდვის ან
საერთაშორისო ავტოტრანსპორტის ნებისმიერი არასანქცირებული ოპერაცია
დაისჯება მკაცრი ჯარიმებით.
პირები, რომლებიც ამ საქმიანობას სათანადო ნებართვის გარეშე
ახორციელებენ, დაჯარიმდებიან 1000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა,
განმეორებით სამართალდამრღვევებს ერთი წლის განმავლობაში დაეკისრებათ
გაორმაგებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000
ლარამდე.
მასალის გამოყენების პირობები