შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლის ბაკურ ბაკაშვილის ფეისბუქის სტატუსს გენინსპექცია
სწავლობს.
ბაკურ ბაკაშვილმა რამდენიმე დღის წინ შემდეგი შინაარსის "პოსტი"
გამოაქვეყნა.
- "უახლოეს ხანში ჩემი შვილი, უფროსი გოგო, 7 წლის ლილე ბაკაშვილი
მიმყავს ღორზე სანადიროდ და საქართველოში ყველა სამსახურს ვურჩევ წინ
არ გადამეღობონ, იქ ჩემი შვილი იქნება"
მომდევნო კომენტარები კი სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა
მუქარად აღიქვა.
- "ვაი რომ ცხელ ტყვიას გავუტარებ შუბლში და მერე იკითხონ ვის რამხელა
პატრონი ჰყავს. გამზრდელს ავუფეთქებ ყველას, მაგ დროს არ მომინდომონ
სამსახურებრივი ჩათვლები, პლიუსები და პრემიები, კუბოში ჩავაწვენ
ყველას."- წერს ბაკაშვილი.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
აღნიშნულთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
პოლიციელმა კი ფეისბუქიდან ჯერ აღნიშნული "პოსტი" წაშალა, ხოლო შემდეგ
გვერდი გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები