მედია პროექტმა “ეტალონმა” გურჯაანში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატი ჩაატარა.
ჩემპიონატში მონაწილეობა 22-მა საჯარო სკოლამ მიიღო და ეტალონი მოსწავლის სტატუსი ქალაქ გურჯაანის # 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანი ზირაქაშვილმა მოიპოვა.
– “ამ გამარჯვებამ საშუალება მომცა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა. ვფიქრობ, რომ ძლიერი კონკურენტები მეყოლება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ფინალურ თამაშზეც გავიმარჯვო.”- აღნიშნა ანა ზირაქაშვილმა.
2016 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება ფინალი, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული ეტალონი ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები