განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტიდან იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

  • I ეტაპი - რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
  • პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
  • იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

  • II ეტაპი- რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
  • და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
  • მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  • III ეტაპი -საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
  • რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
  • IV ეტაპი -28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
  • მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
  • პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და
მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების
მონაწილეობით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მიზნით
გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების
პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაწილეობით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მიზნით გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
11:02 / 10.02.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,
I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის
რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
12:02 / 08.02.2023
27 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო
სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი
27 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი "ბედნიერი 2023 წელი ყველას“.
11:38 / 28.12.2022
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული
გურჯაანის ნაკრები გახდა.
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის ნაკრები გახდა.
14:09 / 19.12.2022
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით
11:19 / 13-02-2023
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
14:01 / 31-01-2023
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
09:50 / 20-01-2023
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. გურჯაანში ასეთი 21 შენობა გამოვლინდა.
17:09 / 27-02-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომრაციით, ქალაქ გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
16:00 / 22-02-2023
სხვა ამბები
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წუთებში ავრცელებს.
00:01 / 08-03-2023
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
20:38 / 07-03-2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
10:47 / 01-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28-02-2023
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15:11 / 28-02-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვალს ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში, 2008-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
12:22 / 10-02-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2023 »»
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.