საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ახალი კონტინგენტის რეგისტრაცია
დაიწყო. როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატა რუაძე speqtri.ge-სთან ამბობს,
მშობლების მხრიდან რეგისტრაციაზე მოთხოვნა უკვე არის.
„მშობლები მენეჯერებს რეგისტრაციისთვის უკვე მიმართავენ. მოთხოვნა
არის. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ბავშვის ორი ფოტოსურათი,
დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული, ჯანმრთელობის ცნობა,
ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი და
განცხადება. ამის შემდეგ უკვე ფორმდება მშობელთან ხელშეკრულება,“ -
გვეუბნება ნატა რუაძე.
მისივე თქმით, საბუთების მიტანა მშობლებს შეუძლიათ ივლისის ბოლომდე და
შემდეგ უკვე განახლდება 20 აგვისტოდან.
აქვე შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიიღებიან 2
წლიდან.
მასალის გამოყენების პირობები