8 ივლისს, 17:00 საათზე გურჯაანში წიგნის მაღაზიათა ქსელის
„ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნება. მაღაზია თავისუფლების ქუჩაზე,
N20ა-ში განთავსდება.
როგორც „ბიბლუსში“ speqtri.ge-ს განუცხადეს, გრანდიოზულ გახსნაზე
მისულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და შოუ პროგრამა ელოდება. მათივე
ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს
25%-იანი ფასდაკლება და დარიგდება ვაუჩერები.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსის“ ორგანიზებით, 8 ივლისს, ამავე
მისამართზე
გაიმართება ლიტერატურული ტურნე, სადაც გურჯაანელ
საზოგადოებას გიორგი ხარაიშვილი შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები