საზოგადოება
ფორმულა ითვლის... [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH


გურჯაანი, სოფელი კალაური, ყაჭიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი. 13 წლის მეგი, 10 წლის ტყუპები - მიშიკო და ლუკა ეზოში დაგვხვდნენ, საყვარელ მეგობარ ლეკვს - ლუსის ეთამაშებოდნენ. თავის ინტერესებსა თუ სამომავლო გეგმებზე ხალისიანად საუბრობენ. ბიჭები ერთ-ერთ ანსამბლში მღერიან. ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი ქველმოქმედებას ეწევა და ბავშვებს უფასოდ ამეცადინებს. თუ ასე გაგრძელდა, გეგმავენ სიმღერას სერიოზულად მოეკიდონ. სურვილები მარიამსაც აქვს, თუმცა უფულობის გამო სხვადასხვა წრეზე სიარულს ვერ ახერხებს.

ყაჭიაშვილების ოჯახს დახმარება 2014 წლის აგვისტოში შეუწყდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ყველასთვის ნაცნობი და ამავდროულად, გაუგებარი ფორმულა გახდა. ოჯახს სოციალურ სააგენტოში განუმარტეს, რომ მატერიალური მდგომარეობა ახალი მეთოდოლოგიით შედგენილი ფორმულის მეშვეობით შეფასდა. „შემწეობას 2008 წლიდან ვიღებდით, 2014 წელს შეგვიწყდა. შემოწმებაზე მოვიდნენ, სჭირდებოდათ ბავშვების დაბადების მოწმობები, რაც იმ დროისთვის სახლში არ გვქონდა და ვერ წარვუდგინეთ. მონაცემების გაგზავნის შემდეგ, ისეთი ქულა მოგვივიდა, რომ მხოლოდ პოლისი გვაკუთნეს. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია 28 წლის ასაკში,1983 წლიდან დამენიშნა. მუცელში წყალი მიდგება, ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია, რომ ოჯახს რამეში წავეხმარო. ადრე B ჰეპატიტი მქონდა, ეხლა არ ვიცი, რა მდგომარეობა მაქვს. აგენტს საბუთებიც ვაჩვენე, მაგრამ მითხრა ღვიძლის ფუნქცია გაიკეთეო. ეს 85 ლარი ჯდება, რის საშუალებაც არ მაქვს, ისედაც უამრავი წამალი მჭირდება,“-ამბობს მერი ყაჭიაშვილი.

ოჯახი ორი პენსიონერის იმედადაა დარჩენილი. ბავშვების მამა იშვიათად ვინმეს თუ მიეხმარება და ამ გზით მცირეოდენ შემოსავალს იღებს. ახლა ესეც აღარ შეუძლია, რადგან ფეხი აქვს მოტეხილი. „ატამი გვაქვს, სეზონზე 500 ლარს თუ ავიღებთ ხოლმე. ისეთი არაფერი გაგვაჩნია, რომ დახმარება მოეხსნათ. 2012 წლის სტიქიის დროს ჭერი და კედლები დაზიანდა, საშუალება არ გვაქვს, რომ გავარემონტოთ. კიბე აღარ გვქონდა, მეორე სართულზე ვეღარ ამოვდიოდით. წყალი სახლში შემოდიოდა, მხოლოდ კედელი ამოვაშენეთ და კიბე გავაკეთეთ. არ ვიცი, ეს თუ გახდა დახმარების შეჩერების მიზეზი.“

ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე მეზობლებიც საუბრობენ. „მერი ავადმყოფი ქალია, თვეში 300 ლარის წამალი მაინც სჭირდება და სულ ვალით ყიდულობს. ძალიან გაჭირვებულები არიან, ამათ თუ არ მისცეს დახმარება, აბა ვისღა ეკუთვნის?! ზოგს იმისთანას ეხმარებიან, სახლიც მშვენიერი აქვთ და მუშაობენ კიდეც. რა უნდა ქნან, სამ ბავშვს რა უნდა აჭამონ?! პენსიას წინსწრებით იღებენ, რომ თავი როგორმე გაიტანონ. ცოტ-ცოტა რაღაც დათესეს, მაგრამ თავი აღარ აქვთ, რომ მოუარონ, ყველაფერს ბალახმა გადაუარა. მომავალ ზამთარს რა უნდა ჭამონ?! არ ვიცი, რა ეშველებათ,“ - გვითხრა ვენერა ბაციაშვილმა.

ავარიული სახლი, პატარა ბოსტანი და რამდენიმე ქათამი - ეს ვაჩნაძეანში მცხოვრები სოლომნიშვილების ქონებაა. ოჯახს სოციალური დახმარება 2014 წელს შეუწყვიტეს. პასუხი ერთია - ფორმულა ასე ითვლის. „არაფერი შეგვიძენია, თქვენ თვითონ ხედავთ სახლი რა მდგომარეობაშია. რატომ მოვიდა ამხელა ქულა, არ ვიცი. გვითხრეს, კომპიუტერმა ასე დაითვალაო. შეწყვეტის შემდეგ აგენტი რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ ქულებმა უფრო მაღლა აიწია. 204 ლარს ვიღებდით, ბიჭი დაქორწინდა და საცხოვრებლად თავის მეუღლის ბინაში წავიდა, სამნიღა დავრჩით. მე, ჩემი მეუღლე და შვილი. მუშაობას განა ვთაკილობთ, მაგრამ აბა, სად არის სამუშაო. დღიურად თუ გავალთ სადმე. თვეში ერთხელ შეიძლება გამოჩნდეს რამე. პატარა ბოსტანი გვაქვს და შემოსავლის ძირითადი წყაროც ეგ არის. ამით ვირჩენთ თავს. რამდენიმე თვის სოციალური შემწეობა წინასწარ გვქონდა აღებული, 417 ლარი ჯერ კიდევ გადასახდელი გვაქვს. გამგეობაში ერთჯერად დამხარებასაც ვერ ავიღებ, თანხა როგორც კი ჩამერიცხება, ბანკი წაიღებს.“

სოლომნიშვილების სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, უსახსრობის გამო შეკეთებას ვერ ახერხებენ. „ მთავრობას მადლობა, რომ ჭერი მაინც დაგვიფარა. კედლები დაბზარულია და წყალიც შემოდის. სახლი თავზე გვენგრევა და ვერ გაგვიკეთებია. სოციალური შემწეობის იმედი გვქონდა და ახლა რა უნდა ვქნათ, არ ვიცით.“
ოჯახი კომუნალურ გადასახადებსაც ვერ ფარავს. ელექტროენერგიის დავალიანებამ უკვე 103 ლარი შეადგინა.


სოციალური სააგენტოს არგუმენტები




„მერი ყაჭიაშვილს დახმარება 2014 წლის აგვისტოდან შეუწყდა. ამის შემდეგ სოციალურმა აგენტმა ოჯახში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა და ვერც ერთხელ ოჯახის სხვა წევრებთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მას ყოველ ჯერზე სახლში მხოლოდ ქალბატონი მერი ხვდებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ ოჯახში 7 სული იყო და დეკლარაციის შევსება ყველაზე უნდოდა. გარდა ამისა, მას არ ჰქონდა ოჯახის წევრების პირადობის და ბავშვების დაბადების მოწმობები. აქედან გამომდინარე სოციალურმა აგენტმა შესთავაზა დეკლარაცია ორ წევრზე- მერიზე და და მის მეუღლეზე შეევსო, რაზეც ქალბატონმა უარი განაცხადა. ამის გამო დახმარება დღემდე შეჩერებული აქვთ. მას შეუძლია, თუ რეალურად 7 სული ცხოვრობს, გააკეთოს განაცხადი, ასევე წარმოადგინოს ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთი და ამის შემდეგ მოხდება ოჯახის გადამოწმება. რაც შეეხება გია სოლომნიშვილის ოჯახს, იქ სამი სრულწლოვანი, არაპენსიონერი წევრი ფიქსირდება . სამივე არის ახალგაზრდა და ჯანმრთელობის შესახებ სპეციალური სტატუსი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, აქვთ საკმაოდ მოზრდილი ბინის ფართი, მიწის ნაკვეთი და მცირე, მაგრამ შემოსავალი კერძო საქმიანობიდან. ქულები ახალი მეთოდოლოგიით დაითვალა და ამ ყველაფერმა იმოქმედა.“ -გვითხრა გურჯაანის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინა სიმონიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქულების დათვლა ახალი ფორმულით ხდება.
„ეს არის ფორმულა, სადაც ქულათა რაოდენობა კომპიუტერულად ითვლება. დეკლარაციას ჩვენი აგენტი ავსებს. ბენეფიციარს, შეუძლია, თუ არ ეთანხმება ხელი არ მოაწეროს. ახალი ფორმულით დეკლარაციის დათვლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირეწლოვან ბავშვებს და მეძუძურ დედებს. ახალი ტექნოლოგიით არ კეთდება აქცენტი ტექნიკაზე.“


ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებები




როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მათთან იმ მოსახლეობის მიმართვიანობამ იმატა, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყდა.

„რაც ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის შემოწმების მეთოდოლოგია შეიცვალა, ბენეფიციართა მომართვიანობამ იმატა. როგორც ამბობენ, მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებელ ფართს, თუმცა იმას არ ექცევა ყურადღება, რომ ამას ადამიანი ხშირად ვერაფერში იყენებს. ჩვენ მათ დახმარებას ვუწევთ. ვეუბნებით გამოითხოვონ წინა წლის და ახლანდელი დეკლარაცია და მოახდინონ შედარება. ვუწერთ მიმართვებს, ვუდგენთ დოკუმენტებს და ვუგზავნით საკოორდინაციო საბჭოს, რომ მოხდეს ამ ოჯახების ხელახალი გადამოწმება. როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ისეთ ოჯახს შეუწყდა დახმარება, რომელსაც აუცილებლად ეკუთვნით. შეიცვლება თუ არა მდგომარეობა, არ ვიცით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ხელისუფლებამ აღიარა მეთოდოლოგიის ხარვეზები, იმედს ვიტოვებთ, რომ მიმართვიანობაზე დაფიქრდებიან და რაღაც ნამდვილად შეიცვლება. “

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საარსებო შემწეობას 2012 წელს ყველაზე მეტი ოჯახი იღებდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2015 წელს დაფიქსირდა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 25 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.