ჯანდაცვა
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო - ჯანდაცვის სამინისტრო
კერძო დაზღვევის მოსარგებლეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ფასის დაწესების თაობაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასწრაფო დახმარების მომსახურება ფასიანი ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური განმარტავს, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური
დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული
კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
16:29 / 10.07.2023
30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით
იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი
შერაზ გასრი.
30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი.
15:27 / 01.07.2023
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო
სრულად დააფინანსებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
15:39 / 19.06.2023
29 აპრილს „ავერსის კლინიკის“ გურჯაანის ფილიალში ჩატარდება უფასო
ოფთალმოლოგიური კონსულტაცია საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის.
29 აპრილს „ავერსის კლინიკის“ გურჯაანის ფილიალში ჩატარდება უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაცია საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის.
14:15 / 27.04.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 400, 500 და 600 ლარით დააჯილდოებს. თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს მათ სკოლა.
13:13 / 07-09-2023
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
16:29 / 10-07-2023
8 ივლისს, 17:00 საათზე გურჯაანში წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნება. მაღაზია თავისუფლების ქუჩაზე, N20ა-ში განთავსდება.
18:35 / 06-07-2023
საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით, 5 ივლისს უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო. მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
14:33 / 06-07-2023
30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი.
15:27 / 01-07-2023
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი, რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.
12:47 / 10-08-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 26 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 19 °C
img
სიღნაღი 17 / 26 °C
img
ლაგოდეხი 15 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 26 °C
img
თელავი 16 / 24 °C
img
ახმეტა 16 / 25 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.