კორეაში, ქალაქ სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო
ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა
„ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. პროფესორი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის
განმავლობაში მუშაობდა.
"ვეფხისტყაოსანი" კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული
ლიტერატურული ნაწარმოებია და ავტორი ახლო მომავალში საკუთარი
კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებასაც გეგმავს.
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თარგმნის
პროცესში მას კონსულტაციებსა და დახმარებას აღმოსავლეთმცოდნე,
პროფესორი გურამ ჩიქოვანი და სეულის ჰანკუკის უცხო ენათა
უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა უწევდა.
მასალის გამოყენების პირობები