კულტურა
სიღნაღის მერის მოადგილე: გალავნის შეღებვაზე ჩვენგან არანაირი მითითება არ ყოფილა
სოციალურ ქსელში მარიამ ყიასაშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი და კიბე ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს.

გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იყო თუ არა საქმის კურსში მუნიციპალიტეტის მერია ამასთან დაკავშირებით და რატომ მოხდა გალავნის ასე შეღებვა, ამ საკითხთან დაკავშირებით მერის მოადგილეს მადონა ბატიაშვილს მივმართეთ.

როგორც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ამჟამად მიმდინარეობს პარკის რეაბილიტაცია. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, აქ ადრევე იყო ნალესი, რომელიც ჩამოინგრა, შეკეთდა და რუხ ფრად გადაიღება. ვფიქრობთ, რომ ხელოსანმა, რომელიც ღებავდა პარკს შიგნიდან, გარეთაც გამოიტანა ეს ფერი. ეს ჩვენთვისაც მიუღებელია. ახლიდან მოხდება გადაღებვა და მოვა გალავანთან შესაბამისობაში. ჩვენგან არანაირი მითითება არ ყოფილა და არც პროექტში იყო ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაეღებათ. ასე, რომ თითქოს ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დავაზიანეთ, ეს ინფორმაცია ვიღაცამ არასწორად გაავრცელა.“

მადონა ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო
სამუშაოების III ეტაპი დასრულდა.
ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა.
13:37 / 20.09.2018
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ინფორმაციით ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე
გაგრძელდება.
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
16:53 / 18.09.2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის
ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26.07.2018
გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე
საუკუნეების უნიკალური ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურებულია.
გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების უნიკალური ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურებულია.
17:16 / 12.07.2018
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში,
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში, "საბავშვო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2018“ გაიმართება.
11:50 / 14.05.2018
სხვა ამბები
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.
15:47 / 19-10-2018
ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
15:43 / 19-10-2018
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
10:32 / 18-10-2018
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
10:20 / 18-10-2018
დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
16:37 / 17-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.