თელავში „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ გაიხსნა
თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში „შალვა
დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს ფესტივალს საქართველოდან
400-მდე მონაწილე ეყოლება.
„შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ 2016
წელს დაარსდა. წელს ფესტივალს საქართველოდან 400-მდე მონაწილე
ეყოლება, 12 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას თურქეთიდან, კანადიდან
და აშშ-დან.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან
ანდრიაშვილი მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან, საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილესთან მამუკა ბურდიაშვილთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.“ - ამბობენ
მერიაში.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ ვიქტორია სირაძე-დავითაშვილი, ლელა
ონიანი, ომარ ბურდული, ია ქარდავა, თელავისა და რუსთავის მუსიკალური
სასწავლებლების გუნდები, თბილისის 29-ე სკოლის ქართული ხალხური
საკრავების ანსამბლი, ლიანა კალმახელიძე, გოგა შავერდაშვილი, გოგი
ჩლაიძე და ბადრი ქუთათელაძე.
მასალის გამოყენების პირობები