თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ
სცენაზე, გაიმართება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის
თანამედროვე ბალეტის“ საგასტროლო სპექტაკლი - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“,
თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ არის ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო
თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული და
ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა
დადგმული.
ასრულებს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“
დასი.“-ნათქვამია განცხადებაში.
სპექტაკლი გაიმართება 15 ივლისს, 19 სთ-ზე.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:555 58 23 23.
მასალის გამოყენების პირობები