მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი 14 ოქტომბერს უკვე მეხუთედ
გაიმართება.
ღვინის ფესტივალზე ახტალის პარკში ყველა ასაკისა და გემოვნების
ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი სივრცე. წარმოდგენილი იქნება
ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, აგრობაზარი,
ღვინის ბარი, მეღვინეობის, მეწარმეობის, გასრონომიული და სხვა
საგამოფენო სივრცეები.
საფესტივალო ღონისძიებები მოწვეული სტუმრებისთვის 14:00 საათზე
დაიწყება და 22:00 საათზე დამთავრდება.
ფესტივალის სრული პროგრამა ასეთია:
14:00-14:30 ფესტივალის გახსნა და თეატრალიზებული მსვლელობა
14:00-19:00 აგრო ბაზარი
- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
- კახური ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა
- სტილიზებული წარმოდგენა
14:00-18:00 საგამოფენო სივრცე
- საქპატენტის ექსპოზიცია მეღვინეობისა და ადგილწარმოშობის
ღვინოების შესახებ
- GITA-ს ინოვაციური კუთხე
- გურჯაანის ღვინის ბიბლიოთეკის ექსპოზიცია
- საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ს მიერ შექმნილი
მეღვინეობა-მევენახეობის ექსპერიმენტული სივრცე
14:00-18:00 ბავშვთა გასართობი პროგრამა
14:00-14:30მუსიკალური პროგრამა: თამცი რუაძე და „ბავშვთა კვარტეტი“ -
მარიამ არევაძე, თამარ ოდლომიშვილი, თიკა ვარდიაშვილი, მართა
ხატიაშვილი
14:30-15:00 თოჯინების თეატრი
15:00-17:30 ბავშვთა გასართობი აქტივობები
17:30-18:00 მუსიკალური პროგრამა: Leko’s Studio
14:00-22:00 ღვინის ბარი
- ღვინის კოქტეილების გაყიდვა
- თავშესაქცევი სივრცე
14:00-22:00 ახალგაზრდული სივრცე
15:00-20:00 DJ ზუკა ყიფიანი
16:00-19:00 გასართობი აქტივობები
20:00-22:00 მუსიკალური პროგრამა: Bedford Falls
14:00-20:00 კახური მასტერკლასები
- თათარობა და ჩურჩხელების ამოვლება
- თონეში კახური პურისა და ნაზუქების ცხობა
14:00-20:00 მეღვინეობის სივრცე
- მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
- გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია
- საწნახელში ყურძნის დაწურვა
14:00-14:30 მისალმება
მუსიკალური პროგრამა:
14:30-15:00 ბავშვთა ფოლკლორული ანსაბმლი „გურჯაანი“, თინათინ
ბასოშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ფოლკლორული
ანსამბლები „გურჯაანი“ და „ხარება“;
15:30-16:30 ნათია ქოროღლიშვილი, „ქართული ხმები“;
16:30-18:00 ბენდი „Non Stop“;
18:00-20:00 ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და
შერეკილები;
14:00-20:00 მეწარმეების სივრცე
- მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
- ხელნაკეთი ნივთებისა და ღვინოების გამოფენა-გაყიდვა
- ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია #ახლა სტენდი
მუსიკალური გაფორმება: ფოლკლორული ანსამბლები
14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე
- მწვადები და კახური სამზარეულო
- საქართველოს რეგიონების სამზარეულო
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და
„ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერია.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები და მხარდამჭერები:
საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, m², გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი,
GITA, USAID, LEPERT, RedBull, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი
2023“-ის ჩასატარებლად მუნიციპალური კულტურის ცენტრმა ტენდერი 146 857
ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს
ამოიწურა, თუმცა, მონაწილეობა არავის მიუღია. ტენდერი ჩავარდა.
ამის შემდეგ, კულტურის ცენტრმა თანხა 53 943 ლარით გაზარდა და ტენდერი
200 800 ლარზე 12 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა. წინადადებების
მიღება 22-ში დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.
ცნობისთვის, ღვინის დღეები 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 23
ქალაქს მოიცავს.
7 ოქტომბერი - ბათუმი, გორი, თბილისი, თელავი, ქუთაისი
8 ოქტომბერი - მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური
9 ოქტომბერი - ახმეტა, თერჯოლა
10 ოქტომბერი - ახალციხე, დედოფლისწყარო
11 ოქტომბერი - ოზურგეთი, სიღნაღი
12 ოქტომბერი - მარტვილი, საგარეჯო
13 ოქტომბერი - ბოლნისი, ლაგოდეხი
14 ოქტომბერი - ზესტაფონი, გურჯაანი
15 ოქტომბერი - ბაღდათი, ზუგდიდი
მასალის გამოყენების პირობები