საქართველოს ნაკრების წევრი და გურჯაანის სპორტული გაერთიანების
აღზრდილი რევაზ მილდიანი კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია.
„ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა
სპორტსმენმა, საუცხოოდ იასპარეზა და სამშობლოში, მედლით
მკერდდამშვენებული გვიბრუნდება.
გურჯაანის სპორტის თაყვანისმცემელთა სახელით, მორიგ დიდ წარმატებას
ვულოცავთ რევაზს, სამწვრთნელო შტაბს და როგორც იტყოდნენ, მომავალშიც
არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ,“-ამბობენ გურჯაანის სპორტულ
გაერთიანებაში.
ცნობისთვის, ჩემპიონატი მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები