სპექტრი+

როგორ გავრეცხოთ და გავაუთაოთ სარეცხი უფრო კომფორტულად
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
- თეთრეული უფრო ადვილად გაუთოვდება თუ თბილ წყალს მოასხურებთ.
- თუ დაუთოვების დროს ქსოვილზე გაპრიალებული ადგილი გაჩნდა, ეს ადგილები დაასველეთ და გააუთოვეთ მშრალი ტილოს ქვეშ.
- დაუთოვების დროს ნივთი თუ დაგეწვათ ყვითელი ლაქა ამოსცილდება როცა თავიანი ხახვის წვენს წაუსვამთ და ასე დატოვებთ რამდენიმე საათს. შემდეგ კი გარეცხავთ.
- ცივ ამინდში სარეცხი რომ არ გაიყინოს გავლებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი.
- გაყვითლებული ფარდები კარგად ირეცხება თუ მას გარეცხვის წინ მარილწყალში მოვათავსებთ.
- აბრეშუმის ქსოვილს რომ გარეცხავთ თოკზე თუ ჩამოვკიდებთ, გავახვიოთ პირსახოცში და ასე გავწუროთ. დავტოვოთ და ცოტა ხნის მერე გავაუთოვოთ. უთო ცხელი არ უნდა იყოს.
- თუ ყავის ნალექში დასველებული ბამბით შავი ფერის ტანსაცმელს გაწმენდავთ, ქსოვილი არ იპრიალებს.
- ნატურალური აბრეშუმი გარეცხეთ კარგად აქაფებულ ცივ წყალში და შემდეგ რამდენჯერმე გაავლეთ.
მასალის გამოყენების პირობები