სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოელები სასოფლო-სამეურნეო ბარათების მოლოდინში
sameurneo baratebis shesaxeb lambalos macxovreblebi saubrobenსასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს. იორმუღანლოელების უმრავლესობა ამბობს, რომ მათი ნომერ პირველი, მოუგვარებელი საკითხი კვლავ გასხვისებული მიწებია. ამიტომ ვერც ბარათების საჭიროებას ხედავენ. თუმცა ისინი, რომლებსაც მცირე ნაკვეთი შემორჩათ, იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ბარათებს უახლოეს მომავალში მიიღებენ. დურსუნ მამადხალილოვს ქერი უკვე დათესილი აქვს. სურს, რომ, სამინისტრო სასუქებით დაეხმაროს. -"ნაკვეთი მოვხანი და ქერი დავთესე კიდეც. ამიტომ მინდა სასუქი მომცენ, რომ კარგი მოსავალი ავიღო. ამბობენ, ბარათებს მოიტანენ და საბჭოში დარიგდებაო, ჩვენც ველოდებით და იმედია მალე იქნება." ნაკვეთი დასათესად მზად აქვს ფახრათ კურიევსაც. ისიც მიიჩნევს, რომ გლეხს დახმარების გაწევა აუცილებლად სჭირდება. -"მიწა მოვხანი, მალე სიმინდი უნდა დავთესო. ბარათების დარიგების შესახებმეც გავიგე, მეტი არაფერი ვიცი. კარგი იქნება, ასეთ დახმარებას თუ ნამდვილად გაგვიწვენ." _ გვითხრა მან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განგვიცხადეს, რომ პირველ ეტაპზე მოსახლეობას კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი უკვე დაურიგდა. -"მუნიციპალიტეტის მასშტაბით კომბინირებული ბარათები უკვე დავარიგეთ, მათ შორის იორმუღანლოს სოფლებშიც. ეს ბარათები გაიცა იმ ფერმერებზე ვისაც 0,25-დან, 1,25-მდე ფართობის მიწა აქვს. დანარჩენები, რომლებიც 1,25-დან 5 ჰექტრამდე ფართობს ფლობს, ბარათებს მარტის თვეში მიიღებენ. ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამის შემდეგ დაიწყება ნომინალური ბარათების გაცემაც, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი როდიდან. იმ ოჯახებმა, ვისთანაც დაკავშირება ვერ მოხერხდა, ზოგი აზერბაიჯანშია გადასული და ა.შ, სურვილის შემთხვევაში, სოფლის ტერიტორიულ ორგანოებს მიაკითხონ," _ გვითხრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა მიხეილ კერატიშვილმა. თუკი ფერმერს, ნიადაგი უკვე დამუშავებული აქვს და კომბინირებული ბარათი აღარ ესაჭიროება, სოფლის ტერიტორიულ ორგანოს აცნობებს. ეს ფაქტი ოფიციალურად დამოწმდება და აღნიშნული ბარათის ოდენობაც ნომინალურ ბარათზე დაირიცხება, რომლითაც ფერმერი სასუქებს და შხამქიმიკატებს მიიღებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 25 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.