სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ფანტაზიით შექმნილი მეგაპოლისი
დუზაგრამის სკოლაში სტუმრობისას გაზეთმა "სპექტრმა" კიდევ ერთი ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩინა. როგორც ჩვენთან საუბარში დუზაგრამის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი რუსუდან დუჩიძე ამბობს, ელჩინ ასკეროვი გულჩათხრობილი, წყნარი და უკონფლიქტო მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ მან დიდი ქალაქის მაკეტი შექმნა, რითაც რაიონშიც დაინტერესდნენ და მაკეტი საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წაიღეს. როგორც ჩვენთან საუბარში ელჩინ ასკეროვმა აღნიშნა, მისთვის არც ხატვა და არც მაკეტის გაკეთება არავის უსწავლებია, მოიწადინა და ყველაფერი თავისი ფანტაზიის წყალობით შექმნა. -"ხატვა პირველი კლასიდან დავიწყე, მანამდე ლამზე ჯოხით ვხატავდი ხოლმე. არც ერთ დიდ ქალაქში არ ვყოფილვარ. მაკეტი, რომელსაც მე "ახალი ქალაქი" დავარქვი, ჩემი წარმოსახვით სამი თვის განმავლობაში გავაკეთე. ძირითადად ტელევიზორიდან და წიგნებიდან გადმოვიღე. აქ არის ის ყველაფერი, რაც ნამდვილ ქალაქში უნდა იყოს: მეჩეთი, სახლები, ქუჩები, მანქანები, ხეები, გზები, ხიდები, ადამიანები და სინათლის მავთულებიც კი. ვმუშაობდი ძერწით, პლასტმასით, ქაღალდებით. მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები, მომავალში უკეთეს ნიმუშებს შევქმნი. მართალია, საქმე შრომატევადია და დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაინც დიდი მოთმინებით გავაკეთე ყველაფერი. მინდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო სკოლაში გავაგრძელო," _ გვითხრა მან. მისივე თქმით, მართალია, თვითონ არ მღერის, მაგრამ ძალიან უყვარს ნაციონალური და თანამედროვე მუსიკა, რომელსაც თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით უსმენს. lambalos skolis moscavleebiაისელ ჯაფაროვა და აიშა ისმაილოვა კი კაზლარის სკოლის მოსწავლეები არიან. მათ ძალიან უყვართ სკოლაში სიარული, თავიანთი პედაგოგები და მეგობრები. ისინი ნიჭიერი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვები არიან. როგორც კაზლარის სკოლის პედაგოგებმა აღნიშნეს, მათ ცოტა ხნის წინ, სკოლაში ჩატარებულ თეატრალურ სკეტჩში მიიღეს მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 25 °C
img
დ.წყარო 15 / 27 °C
img
სიღნაღი 17 / 29 °C
img
ლაგოდეხი 16 / 24 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.