არჩევნები 2017
„საუბნო საარჩევნო კომისიებს სუს-ი ალაგებს“- თემურ ბუწაშვილი
გურჯაანში საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები 4 სექტემბერს აირჩიეს. 306 პოზიციაზე სულ 503 განაცხადი იყო. სხდომა 4 სექტემბერს ჩატარდა და მას საოლქო კომისიის 11 წევრი დაესწრო.

საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის განმარტებით, საუბნო კომისიების დაკომპლექტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით მოხდა.
„მთავარი პრობლემა რაც გამოიკვეთა ის არის, რომ საუბნო- საარჩევნო კომისიებს სუსი ალაგებს. საოლქოში მათ მიერ შედგენილი სიები შევიდა. ასევე, კომისიის წევრების 90% საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები არიან, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათზე ხორციელდება კონტროლი ხელისუფლების მხრიდან. ეს ადამიანები დირექტირებს იღებენ მმართველი გუნდის შტაბიდან და ის განცხადება, რომ არიან დამოუკიდებლები ვინმეზე, სრული აბსურდია. შესაბამისად, კლოუნადა, რომელსაც შერჩევას უწოდებენ, ყველანაირ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.“


მისივე თქმით, კომისიების დაკომპლექტების პროცესს მათი პარტიის წევრები გაემიჯნენ.
„ჩვენ მკაცრად გავემიჯნეთ პროცესს, რომლის სცენარიც სუს-შია დაწერილი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. თუმცა სამწუხაროდ, მათ ხმა რომც არ მიეცათ, მაინც ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც მმართველ გუნდს უნდა.“
თემურ ბუწაშვილის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად 11 ხმით არიან დანიშნულნი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა მხარი დაუჭირა, იმ ადამიანებს, რომლებსაც მმართველი გუნდი იყენებს არჩევნების გასაყალბებლად, პროცედურული დარღვევებისთვის და ა.შ. საოქლოში ჩვენს წარმომადგენლებს არავინ არ ზღუდავს. იმედია, ასეთი ფაქტი არც მომავალში დაფიქსირდება.“

დარღვევაზე საუბრობს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი, კობა კუპრაშვილი.
„51 უბნიდან 50-ზე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. სხვა არჩევნების დროს, მდივანი ან მოადგილე მაინც ინიშნებოდა ოპოზიციური პარტიიდან. ეს არჩევნების შედეგებზე აისახება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. წინასაწარ ამაზე საუბარი არ მინდა.“

N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ყველაფერი წესის მიხედვით მოხდა.
„საუბნო-საარჩევნო კომისიებში არინ ის წევრები, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე იყვნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც წელს პირველად ჩაერთნენ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გამოცდილი კადრია და ისინი არა ვინმეს მოწვდილი სიებით, არამედ კონკურსის წესით არიან შერჩეულები. არჩევანი გაკეთდა იმის საფუძველზე, ვის რა გამოცდილება ჰქონდა. ძირითადად, ძველი კადრია, თუმცა არის რამდენიმე ახალიც. ვთვლი, რომ ეს საჭიროც არის. თუ ახალი კადრი არ ჩაება პროცესში, გამოცდილი ვერცროდის გახდება.“

მისივე თქმით, საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო მონაწილეობა, ამიტომ თერთმეტი წევრით მოხდა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა. შერჩევის დროს იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და ერთად გავდიოდით საკითხს. როდესაც ჩვენთან განცხადება შემოდის, იქ არ ფიქსირდება კანდიდატის სამუშაო ადგილი. ჩვენ მათი საარჩევნო პროცესში გამოცდილება გვაინტერესებს.“
მისივე თქმით, საუბნო-სარჩევნო კომისიის შიდა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს საოლქო კომისია. უბნებზე ხმათა უმრავლესობით ხდება თავმჯდომარის, მდივნის და მოადგილის არჩევა.





სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 23 °C
img
დ.წყარო 11 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 13 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.