NGO-ები ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციები "ადამინების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,"  "იდენტობა,"  "ლგბტ საქართველო," "თემიდა," "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი,"  ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ,  მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.
"მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი განისაზღვრება როგორც ქალისა და კაცის ერთობა. ასევე, 8 თებერვალს, მოძრაობა "ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. 2015 წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ "იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს." ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი შენი უფლებების" საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება.

მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას. ლგბტ ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ, რომ "ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა უწევთ. სამოქალაქო ქორწინება საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა უწევთ, მოსალოდნელი ძალადობის, დევნის და შევიწროების თავიდან ასარიდებლად, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გამოუყენებადი შესაძლებლობა გახდება."-ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში.

NGO-ების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ  მოახდინოს ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით,

შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება.

გაატაროს ყველა პრევენციული ღონისიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას.

შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს.

დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ლგბტ / NGO /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა
ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე
გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
17:05 / 22.09.2023
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში,
რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს
ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
16:32 / 22.09.2023
ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ
კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის
ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ
ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
15:54 / 22.09.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა
კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან
ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
17:04 / 21.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11-09-2023
თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
14:18 / 11-09-2023
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
13:15 / 11-09-2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08-09-2023
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი...
13:48 / 08-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 22 °C
img
საგარეჯო 15 / 21 °C
img
დ.წყარო 14 / 18 °C
img
სიღნაღი 16 / 23 °C
img
ლაგოდეხი 14 / 19 °C
img
ყვარელი 17 / 22 °C
img
თელავი 16 / 21 °C
img
ახმეტა 15 / 21 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.