მეორე ტურს 132 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 132 ადგილობრივი და 48
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო
ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო
ადმინისტრაციამ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა
რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა.
„საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე მედიას შეეძლო
წარმომადგენლების სიებში ცვლილების შეტანა. შესაბამისად, 21 ნოემბრის
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების
9 521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47
345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო
პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964
წარმომადგენელი“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები