პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება
დღეს საპარლამენტო კომიტეტებში „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი
ცვლილებების განხილვა გაგრძელდება.
11:00 საათზე ცვლილებებს, რომელზეც მმართველი გუნდი და შარლ მიშელის
დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეთანხმდნენ, პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
14:00 საათზე „საარჩევნო რეფორმის“ პროექტს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, 16:00 საათზე კი იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი განიხილავს.მომავალ კვირას პროექტს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
21 მაისს კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ადამიანის
უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა
კომიტეტებმა. საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას
გადაეგზავნა, საიდანაც რეკომენდაციებს ივნისის დასაწყისისთვის
ელოდებიან, რის შემდეგაც დოკუმენტი სამივე მოსმენით დამტკიცდება.
მასალის გამოყენების პირობები