თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, საპარლამენტო არჩევნების
მსგავსად, კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.
როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა, აღნიშნა,
საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და
თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ
შაბათს გაიმართება. ამასთან, როგორც მან განმარტა, არჩევნების თარიღის
კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან
გახმოვანდა და მიზეზი იყო ის, რომ პრეზიდენტს არჩევანისთვის დიდი
პერიოდი არ ჰქონოდა. ოპოზიციის მოთხოვნა კი მმართველმა პარტიამ
გაიზიარა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების ჩატარების დროდ ოქტომბერია
განსაზღვრული. აქამდე ოქტომბერში კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი არჩევდა
და აცხადებდა არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ახალი ცვლილებით კი,
პრეზიდენტი პრემიერმინისტრთან შეთანხმებით გამოცხადებს ოქტომბრის
პირველი შაბათის რიცხვს, არაუგვიანერს 60 დღისა.
ამ ცვლილების გათვალისწინებით, წელს თვითმმართველობის არჩევნები 2
ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები