გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსი იქნება.
ლაგოდეხშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში
+7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის
განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი
-3 გრადუსია ნავარაუდები. თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც
დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი
დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +5 გრადუსია
მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება
მასალის გამოყენების პირობები