ახმეტელმა ძიუდოისტებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს
19-20 თებერვალს ქალაქ გორში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე
ჭიდაობა ძიუდოში ახმეტელმა სპორტსმენებმა ერთი პირველი, ერთი მეორე და
სამი მესამე ადგილი მოიპოვეს.
ტურნირში 2005-2006 წლებში დაბადებული ჭაბუკები და გოგონები
მონაწილეობდნენ.
პირველ ადგილზე 60 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა - ბექა
მაჩალიკაშვილი
მეორე ადგილზე 63 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა - მარი ნათელაური
მესამე ადგილები კი 90 კგ. წონით კატეგორიაში - ისლამ წინწალაშვილმა,
81 კგ. წონით კატეგორიაში - მათე ჩაფურიშვილმა და 66 კგ. წონით
კატეგორიაში ნიკა მორბედაძემ გადაინაწილეს.
მასალის გამოყენების პირობები