დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 4 305 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 523,
იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია -
424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი
- 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
90.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც:
5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 156
პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, 835 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 124 142 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
მასალის გამოყენების პირობები