ომის დაწყებიდან 2000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქეა გარდაცვლილი
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 2000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქეა გარდაცვლილი, გარდა დამცველებისა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„უკვე 160 საათია, რაც უკრაინა და ყველა უკრაინელი თავს იცავს რუსეთისა და ბელორუსის მზაკვრული და ცინიკური თავდასხმისგან.ყოველი საათი არის ჩვენი შვილების, ქალებისა და დამცველების დაკარგული სიცოცხლე,ომის შვიდი დღის განმავლობაში.”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი.

„დღეს მაშველების ძირითადი ძალისხმევა ხალხის გადარჩენაზეა მიმართული. შესაძლებელი გახდა 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მტრის დაბომბვის შემდეგ გაჩენილი 400-ზე მეტი ხანძრის ლიკვიდაცია და 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პიროტექნიკოსებმა 416 ფეთქებადი საგანი გაანეიტრალეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ამავდროულად, სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას დაიღუპა 10 მაშველი და 13-მა მათგანმა მიიღო ტრავმები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული არმია ესვრის და ანადგურებს უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს, რაკეტები საცხოვრებელ სახლებს ხვდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler