16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ საბავშვო ბაღში დარჩნენ
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლა დასაშვებია იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. თუმცა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისამებრ, დარჩნენ საბავშვო ბაღში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ.“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონში შესული ცვილებებიდან გამომდინარე, შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებიც:

  • მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
✔ და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
✔ მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
✔ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
  • 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
  • III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
  • IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები, წლის ბოლოსათვის გაორმაგებულ სტიპენდიას აიღებენ.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, წლის ბოლოსათვის გაორმაგებულ სტიპენდიას აიღებენ.
17:18 / 29.11.2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,ტემპერატურა აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე იქნება.
15:23 / 29.11.2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, 40 წლამდე ასაკის კაცმა
ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან
რამდენჯერმე ესროლა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, 40 წლამდე ასაკის კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
01:18 / 29.11.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 2 / 9 °C
img
საგარეჯო 2 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 8 °C
img
ლაგოდეხი 3 / 7 °C
img
ყვარელი 2 / 9 °C
img
თელავი 3 / 9 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.