მე ველი, რომ წლის ბოლოს გვექნება კანდიდატის სტატუსი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრი, დელეგაციასთან ერთად, რეიკიავიკში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს. ის მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გახსნით სესიას დაესწრო. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი.

„მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც.

გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი”, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება.
საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა
კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან
ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
17:04 / 21.09.2023
მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი 14 სექტემბერს უკვე მეხუთედ
გაიმართება.
მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი 14 სექტემბერს უკვე მეხუთედ გაიმართება.
15:47 / 21.09.2023
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ
წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
15:36 / 21.09.2023
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად,
სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის
განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ
არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
13:32 / 21.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 400, 500 და 600 ლარით დააჯილდოებს. თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს მათ სკოლა.
13:13 / 07-09-2023
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
16:29 / 10-07-2023
8 ივლისს, 17:00 საათზე გურჯაანში წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნება. მაღაზია თავისუფლების ქუჩაზე, N20ა-ში განთავსდება.
18:35 / 06-07-2023
საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით, 5 ივლისს უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო. მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
14:33 / 06-07-2023
30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი.
15:27 / 01-07-2023
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი, რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.
12:47 / 10-08-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 26 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 19 °C
img
სიღნაღი 17 / 26 °C
img
ლაგოდეხი 15 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 26 °C
img
თელავი 16 / 24 °C
img
ახმეტა 16 / 25 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.