იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში,
რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს
ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
“მოგმართავთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
-გთხოვთ მობრძანდეთ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თქვენი
სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტებზე, სადაც სტატუსის აღდგენისა და
სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან.
სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 15
ოქტომბრამდე.”-აცხადებენ უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
ირაკლი ღარიბაშვილის, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო 2023 წლის
1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დავალიანება
გაუნულდებათ.
პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით,
სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო დავალიანება 40 მლნ ლარს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები